აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩში, თბოელექტროსადგურზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა

დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩში, თბოელექტროსადგურზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნახევარკუნძულის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

წინასწარი ინფორმაციით, დარტყმა ქერჩის არშინცევოს რაიონში მდებარე თბოელექტროსადგურზე მოხდა. ამასთან, აფეთქებას ადასტურებს თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოებიც.

კომპანია „კრიმენერგოს“ განცხადებით მიმდინარეობს თბოელექტროსადგურის აღდგენითი სამუშაოები და ყირიმში ელექტროენერგია 24 საათის განმავლობაში სრულად უნდა აღდგეს.

იტვირთბა....