ეს არის წონის უცბად დაკლების განსაკუთრებული ტექნოლოგია, რომელიც დღეში 1 კილოს აკლებინებს. თუმცა კატეგორიულად უნდა აღინიშნოს, რომ ეს დიეტა 2 დღეზე მეტი არ შეიძლება დაიცვათ. ამ ორი დღის მერე ორგანიზმს აქვს სტიმული, რომ გააგრძელოს კლება სხვა დიეტის დახმარებით.
ეს არის ვარსკვლავური დიეტა-რძე და მწვანე ჩაი.
ვიღებთ ლიტრ ნახევარ უცხიმო რძეს. ერთ ჭიქა რძეს ერთ პაკეტ მწვანე ჩაის ან 3-4 ჩაის კოვზ ფოთლოვან მწვანე ჩაის ვუმატებთ. თუ მწვანე ჩაი არ გაქვთ, შესაძლებელია ეს იყოს შავი.
შემდეგ ეს რძე უნდა შეათბოთ, წამოდუღებამდე მიიყვანოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აადუღოთ. დღის განმავლობაში მხოლოდ ლიტრანახევარ რძეს იღებთ-არავითარი სხვა საკვები. მაგრამ აუცილებელი პირობაა ამავდროულად დალიოთ ორი ლიტრი წყალი. ყავა აკრძალულია.
“დღის შოუ”