სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა, ყველა ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვე მიიღოს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდნენ და ტყვედ ჩავარდნენ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი სამხრეთ კორეაში წასვლას გადაწყვეტენ.
სამინისტროს განცხადებით, სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების რუსეთში ან ჩრდილოეთ კორეაში მათი სურვილის საწინააღმდეგოდ რეპატრიაციას ეწინააღმდეგება.
ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, სამხრეთ კორეისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები 30 ივნისს სეულში მოლაპარაკებებს გამართავენ, რა დროსაც აღნიშნულ საკითხზეც ისაუბრებენ.
„უკრაინასთან ძირითადი შეთანხმება უკვე მიღწეულია და პრინციპი უცვლელი რჩება. ჩვენ გარკვეულ პროგრესს ველით, როდესაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტი დაიწყება“, – განაცხადა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
სხვადასხვა წყაროს მონაცემებით უკრაინაში რუსეთის მხარეს რამდენიმე ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იბრძვის.

