აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მედიის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში სამხრეთ საფრანგეთში ძლიერ სიცხეებს 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში კვლავ რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა. მეტეოროლოგიური სააგენტოს, Meteo France-ს ინფორმაციით, მომდევნო დღეების განმავლობაში საფრანგეთის უმეტეს ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, სამხრეთ საფრანგეთში ბოლო დღეების განმავლობაში ძლიერ სიცხეებს 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, მათი უმეტესობა ცურვის დროს დაიხრჩო, ნაწილი კი მაღალ ტემპერატურას ემსხვერპლა.

მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია, რომლებმაც დღის მანძილზე ძლიერი სიცხის დროს ავტომობილში რამდენიმე საათი გაატარეს.

ძლიერი სიცხეების გამო, ქვეყნის მასშტაბით, 2 700 სკოლა დროებით დაიხურა ან დაწესებულებებში სასწავლო გრაფიკი შეიცვალა.

ძლიერ სიცხეებს, საფრანგეთის გარდა, დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც ებრძვიან.

„როიტერი“ წერს, რომ ევროპაში ტემპერატურის მატებას საჰარის უდაბნოს ჩრდილოეთიდან მოძრავი ცხელი ჰაერის მასა იწვევს. მეტეოროლოგების თქმით, აღნიშნული ქმნის ე.წ. სითბურ გუმბათს, რომელიც დასავლეთ და ცენტრალური ევროპის თავზე ცხელ ჰაერს აკავებს და ტემპერატურის მატებას უწყობს ხელს.

იტვირთბა....