ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების ეფექტურობა დამოკიდებულია შეთანხმებული ვალდებულებების სრულ ერთგულებასა და ზუსტ შესრულებაზე.
მისივე თქმით, ამ გზაზე პროგრესი აღებული ვალდებულებების დაცვით შეფასდება.
„ამ გზაზე პროგრესი შეფასდება აღებული ვალდებულებების პრაქტიკული დაცვით. შეთანხმებული ტექსტის მიღმა გაკეთებული განცხადებები ხელს არ უწყობს მოლაპარაკებების წინსვლას“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

