აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ქერჩის თბოელექტროსადგურზე მასშტაბური ხანძარია, ხიდი კი მთელი ღამე ჩაკეტილი იყო – მონიტორინგის ჯგუფების ცნობით, ანექსირებულ ყირიმში ხანძრის ახალი კერები ფიქსირდება

ანექსირებულ ყირიმში ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმები ისმოდა, ფიქსირდება ხანძრის ახალი კერები, ხოლო ქერჩის ხიდი მთელი ღამის განმავლობაში გადაკეტილი იყო – ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე მონიტორინგის ჯგუფი [Крымский ветер, Supernova+, Крымский мост: оперативная информация] Telegram-არხებზე ავრცელებს.

ასევე დადასტურდა ხანძარი ქერჩის თბოელექტროსადგურზე, სადაც ჭურვი საწვავის რეზერვუარს მოხვდა. როგორც Крымский ветер წერს და ფოტოებსაც ავრცელებს, ცეცხლი იმდენად მასშტაბურია, რომ შავი კვამლის

ზოლი, სატელიტური მონაცემებით, თითქმის 47 კილომეტრს აღწევს.

ამავე ინფორმაციების თანახმად, სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ ხანძრის ახალი კერები გაჩნდა ქერჩის ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინული დრონებით 21 ივნისს დაიბომბა. ასევე, ხანძრები ფიქსირდება ქერჩის შესასვლელთან და დაბა ბაგეროვოს რაიონში, სადაც განთავსებულია С-300/С-400-ის პოზიციები. ხანძრის ახალი ნიშნები ჩანს პორტ “კავკაზის” ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე და ქერჩის რკინიგზის სადგურ “იუჟნაიაზე”.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაიბომბა ნავთობპროდუქტების გადაზიდვისა და შენახვის კომპლექსი TES-Terminal – იც.

ანექსირებული კუნძულის ე.წ. ხელისუფლებას ხანძრებისა თუ თავდასხმის შესახებ ჯერჯერობით არაფერს ავრცელებს.

იტვირთბა....