გადაცემა “არჩევანში” ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ზრდის ფაქტორებზე. გადაცემის წამყვანების, გიორგი გაბუნიასა და აკაკი გოგიჩაიშვილის მიერ დასმულ შეკითხვებს ქუმსიშვილმა ფაქტობრივი მონაცემებით უპასუხა.
გადაცემა დაძაბულ რეჟიმში წარიმართა, გაბუნიას კითხვას, ფურცლების ფრიალთან დაკავშირებით, ქუმსიშვილმა უპასუხა:
„მე არ ვაფრიალებ ფურცლებს, უბრალოდ გაწვდით ინფორმაციას, მოგიწოდებთ კორექტულობისკენ. 4 წლის წინ ამას აკეთებდით, როცა 300 ათასი ადამიანი უმუშევარი იყო? მაშინაც შეგეძლოთ თქვენ, ასე გაგეკეთებინათ, თუმცა თქვენ გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი და ამას აკეთებთ დღეს. როგორ არაფერი არ ხდება? ვერ ხედავთ თქვენ, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი. თქვენ ხართ მხარე,“ – განაცხადა ქუმსიშვილმა.
გადაცემის გასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილმა აღნიშნა, რომ ქუმსიშვილმა ჟურნალისტები “ათრია”.