აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის განათლების სამინისტრომ ანექსირებული ყირიმის ბანაკ „არტეკიდან“ ბავშვების ევაკუაცია დაიწყო

რუსეთის განათლების სამინისტრომ ანექსირებული ყირიმის ბანაკ „არტეკიდან“ ბავშვების ევაკუაცია დაიწყო – უწყების განმარტებით, ბავშვების გაყვანის კოორდინაციას რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ახორციელებენ. ინფორმაციას კრემლის პროპაგანდისტული “ტასი” ავრცელებს.

მანამდე ანექსირებული რეგიონის ე.წ. ხელისუფლებამ გამოაქვეყნა განკარგულება ყირიმში ნებისმიერი ორგანიზებული საზაფხულო დასვენების, მათ შორის ბანაკებისა და სანატორიუმების მუშაობის აკრძალვის შესახებ.

ამავდროულად, მოსკოვის მიერ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორად დანიშნულმა მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ უშუალოდ სევასტოპოლის ტერიტორიაზე მდებარე სამ საბავშვო ბანაკში – „ლასპი“, „გორნი“ და „ალკადარი“ – ნაკადების მიღება გეგმის მიხედვით, 24 და 25 ივნისს განხორციელდება.

იტვირთბა....