აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში, „სბორკას“ ქარხანაზე მიიტანეს იერიში

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში უკრაინულმა ძალებმა ადგილობრივი ნახევარგამტარების ქარხანა „სბორკაზე“ მიიტანეს იერიში. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, თავდასხმა განხორციელდა ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტებით.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს ქარხნიდან ამომავალი ძლიერი კვამლი.

უკრაინული მედიის ცნობით, ვორონეჟში არსებულ ქარხანაში კომპონენტების ფართო სპექტრს აწაროებენ მრეწველობის, კომუნიკაციების, ენერგეტიკის, ავიაციისა და სხვა სექტორებისთვის.

ამასთან, ქარხანა აწარმოებს ტრანზისტორებს, დიოდებს, მიკროსქემებს და სიმძლავრის მოდულებს, რომლებიც გამოიყენება რუსული რაკეტების მართვის სისტემებში, მათ შორის „ისკანდერსა“ და „კალიბრში“.

ქარხანაზე თავდასხმას ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

„ეს საწარმო რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კრიტიკული ელემენტია. ის აწარმოებს ელექტრონიკას, რომელიც გამოიყენება რუსულ რაკეტებში, კერძოდ, ტაქტიკური სარაკეტო სისტემის „ისკანდერისთვის“, – აღნიშნა გენერალურმა შტაბმა.

იტვირთბა....