აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს წარდგება

ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს წარდგება. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ პრემიერ-მინისტრის მოხსენებით დაიხურება საგაზაფხულო სესია.

ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

იტვირთბა....