აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ტელეკომ არმენიამ“ და „აზერტელეკომმა“ ინტერნეტ ტრაფიკის ტრანზიტზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი

„ტელეკომ არმენიამ“ და „აზერტელეკომმა“ ინტერნეტ ტრაფიკის ტრანზიტზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მხარეებმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ტრანზიტული ინტერნეტის გადაცემას და მიწოდებას ორი ქვეყნის ტერიტორიების გავლით კომერციულ საფუძველზე.

სომხური მედიის თანახმად, „ტელეკომ არმენია“, როგორც რეგიონის წამყვანი სატრანზიტო ოპერატორი, აფართოებს საერთაშორისო ინტერნეტ ტრაფიკის მიწოდების ქვეყნების რაოდენობას და გეოგრაფიას, რაც უზრუნველყოფს ტრანზიტს საკუთარი ინფრასტრუქტურის მეშვეობით აზერბაიჯანის მიმართულებით. შეთანხმების მიზანია რეგიონში საკომუნიკაციო მარშრუტების დივერსიფიკაციის ხელშეწყობა, სატელეკომუნიკაციო ქსელების საიმედოობის გაუმჯობესება და ტელეკომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის განვითარება.

კომპანია სომხეთის მთელ რესპუბლიკაში მობილურ და ფიქსირებულ ინტერნეტს, ციფრულ ტელევიზიას, ასევე მობილურ და ფიქსირებულ სატელეფონო კავშირს უზრუნველყოფს. კომპანიამ ასევე განაახლა და მოდერნიზება გაუკეთა თავის DWDM ქსელს, რამაც უზრუნველყო წვდომა ახლო აღმოსავლეთის სატრანზიტო კავშირების და ინტერნეტ გაყიდვების ბაზარზე.

იტვირთბა....