აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ლევან ხაბეიშვილის წერილი სასაცილოა – ცუდი მოწაფეა და კარგისგან გადაწერა უნდა, მაგრამ ჩვენს რვეულში კარგად ვერ იყურება და შეცდომებით იწერს” – თენგიზ შარმანაშვილი

ლევან ხაბეიშვილის წერილი სასაცილოა – ცუდი მოწაფეა და კარგისგან გადაწერა უნდა, მაგრამ ჩვენს რვეულში კარგად ვერ იყურება და შეცდომებით იწერს, – ამის შესახებ თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ხაბეიშვილის წერილი „ტყუილებით არის გაჯერებული“.

ლევან ხაბეიშვილის წერილი ვნახე. ეგ საერთოდ სასაცილოა. ცუდი მოწაფეები კარგი მოწაფეებისგან იწერენ ხოლმე საკონტროლო დავალებას სკოლაში, ცალი თვალი იქით აქვთ. ლევან ხაბეიშვილი ჩვენგან ასე თუ გადმოიწერდა ყველაფერს, არ ვიცოდი. თან ტყუილებით არის გაჯერებული. ამბობს, ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებულია და ამიტომ, ერთსქესიანთა ქორწინება არ იქნებაო. გახსოვთ, როცა ერთსქესიანთა ქორწინებაზე კონსტიტუციაში ვწერდით, მისი პარტიის წარმომადგენლები რა დღეში იყვნენ. ამბობდნენ, რომ ეს აქტუალური არ იყო. მეორე ტყუილია ის, რომ ევროკავშირში არის ქვეყნები, რომელთაც ეს უწერიათ და თავი დაიცვეს. ეს პოლონეთსაც ეწერა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ერთსქესიანთა ქორწინება უნდა დაარეგისტრიროს მიუხედავად იმისა, შიგნით რა კანონმდებლობა გაქვსო. პოლონეთი იძულებული გახდა, რომ ეს ქორწინება დაერეგისტრირებინა და ქორწინება დაეწყო. ევროპაში ამ მიმართულებით ისე წაიყვანეს საქმე, რაც გულდასაწყვეტია. რაც შეეხება რუსეთს – რუსეთთან დაკავშირებით, ჩვენ რა გვაქვს?! რაციონალური პოლიტიკა გვაქვს. ამიტომ გეუბნებით, რომ ცუდი მოწაფეა და კარგისგან გადაწერა უნდა, მაგრამ ჩვენს რვეულში კარგად ვერ იყურება და შეცდომებით იწერს. ჩვენი პოლიტიკა რაღაც ნიშის დასაკავებლად კი არ გვაქვს, ასე ვფიქრობთ და ასე გვჯერა. ეს არის ჩვენი შინაგანი რწმენა. ისინი აპირებენ რაღაც ნიშების დაკავებას პოლიტიკური მოდიდან გამომდინარე,” – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას 5+1 შეთანხმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც პატიმრობაში მყოფი ხაბეიშვილის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ მის მიმართვაშია აღნიშნული, უნდა მოხდეს შეთანხმება 5 საკითხზე, რასთან დაკავშირებითაც „პროპაგანდას პასუხი უნდა გასცენ“. დამატებით ერთ საკითხად კი ლევან ხაბეიშვილი ასახელებს „საქართველოს ივანიშვილის გარეშე“.

იტვირთბა....