აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშს უსმენენ

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის 2025 წლის ანგარიშს უსმენენ.

ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას ეხება.

მოხსენებისას ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა აქციებზე დაკავებული მოქალაქეების არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე. ამასთან, ისაუბრა, რომ შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის სახდელები არაპროპორციულია.

ლევან იოსელიანმა ასევე ისაუბრა, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებთა უფლებრივ მდგომარეობაზე.

იტვირთბა....