უკრაინელებმა რუსეთის ქალაქ ბრიანსკსა და ოკუპირებულ ბერდიანსკში სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, მოსკოვის ოლქში კი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს – აფეთქებებია ქალაქ მოსკოვშიც – ინფორმაციას უკრაინული Telegram-არხები ავრცელებენ და წერენ, რომ უკრაინული დრონების თავდასხმის გამო, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან და სავაჭრო ცენტრ სადოვოდთან საჰაერო თავდაცვის სისტემები დააყენეს, ქალაქში კი აფეთქებების ხმა ისმის. როსავიაციის ინფორმაციით, მოსკოვის აეროპორტებმა დომოდედოვომა და ჟუკოვსკიმ მუშაობა შეაჩერეს, შერემეტიევოში კი შეზღუდვები დაწესდა. თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს მოსკოვის მერი სერგეი სობონიანიც. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებებია ოკუპირებულ დონეცკშიც.
იტვირთბა....

