აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოსკოვზე ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა

მოსკოვზე ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა.

„თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებმა მოსკოვისკენ მიმავალი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ავარიის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ“, – აღნიშნავს მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი.

რუსული მედიის ინფორმაციით, შეტევის გამო მოსკოვის ორ საერთაშორისო აეროპორტში, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკში მუშაობა შეჩერდა.

ცნობისთვის, გასულ კვირას უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ორჯერ განახორციელა.

იტვირთბა....