აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება – მან სრული კრახი განიცადა – წარმატებებს ვუსურვებ” – დონალდ ტრამპი

კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„მან სრული კრახი განიცადა ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში – იმიგრაციასა და ენერგეტიკაში (გახსენით ჩრდილოეთის ზღვის ნავთობი!). მას წარმატებებს ვუსურვებ“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ცნობისთვის, ბრიტანულმა გამოცემა Observer-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ შესაძლოა, ხვალ კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადოს.

იტვირთბა....