აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მარნეულის მეჩეთში მორწმუნეები ხამენეის პლაკატის წინაშე ამღერდნენ

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები მარნეულის ერთ-ერთი მეჩეთიდან, რომელიც წარსულში ანტიამერიკული განცხადებების გამო არაერთხელ მოქცეულა ყურადღების ცენტრში. გავრცელებულ მასალაში ჩანს, რომ მორწმუნეები რელიგიურ საგალობელს ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის პლაკატის წინაშე ასრულებენ.

ვიდეო თავდაპირველად გამოცემა „აქტუალ ჯი“-მ გაავრცელა. კადრებში ჩანს მეჩეთში შეკრებილი მრევლი და ხამენეის გამოსახულება, რომლის ფონზეც რელიგიური რიტუალი მიმდინარეობს.

მარნეულის იმამ ალის მეჩეთი და მისი წარმომადგენლები წარსულშიც მოხვედრილან მედიის ყურადღების ცენტრში ირანის ლიდერის მხარდაჭერისა და აშშ-ის მიმართ კრიტიკული განცხადებების გამო. სხვადასხვა მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ მეჩეთში ხამენეისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და ქადაგებები ადრეც გამართულა.

ვიდეოს გავრცელებას სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ამ დროისთვის მეჩეთის ადმინისტრაციას გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.

იტვირთბა....