კანადაში მასშტაბური ხანძრის გამო ქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს. ფორტ მაკ მიურეიდან 80 000 ადამიანი გაჰყავთ, – ამის შესახებ BBC წერს.
ტელეკომპანია იუწყება, რომ ქალაქიდან გასასვლელი ერთ-ერთი ძირითადი მაგისტრალი ხანძრის გამო გადაკეტილია, რამაც პრობლემები გამოიწვია.
ევაკუაციის პროცესში ჩართულია ავიაციაც. სავალდებულო ევაკუაციის მიზეზი ტყეში გაჩენილი ცეცხლი გახდა. ალი ქალაქის გარშემო მდებარე ტყის მასივს მოედო. მისი ლოკალიზება ძლიერი ქარის გამო ვერ ხერხდება. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.