აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

შვეიცარიაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები პაკისტანისა და კატარის დელეგაციების მონაწილეობით გაიმართება

ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები პაკისტანისა და კატარის დელეგაციების მონაწილეობით გაიმართება, – ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ესმაილ ბაღაი ავრცელებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ცნობით, მხარეებს შორის ოთხმხრივი მოლაპარაკებები შვეიცარიის კურორტ ბიურგენშტოკში დღეს შუადღისას დაიწყება.

ირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფს შეხვდა.

ასევე, დღეს დილით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ მოლაპარაკებები შვეიცარიელ კოლეგასთან, იგნასიო კასისთან გამართა.

CNN-ის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს დაუთმობენ.

იტვირთბა....