დღეს პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო. დილის 9 საათიდან მშობლებს შვილის ელექტრონულად დარეგისტრირება სპეციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ.
პროცესი 25 მაისი ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში უკვე არჩეული სკოლის შეცვლაც იქნება შესაძლებელი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მშობლებმა ორი კვირის განმავლობაში არჩეულ სკოლაში შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ.
დარეგისტრირდებიან მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.