აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანის სამხედრო სარდლობაში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეს დახურავენ, მიზეზად კი ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებულ თავდასხმებს ასახელებენ

ირანის სამხედრო სარდლობაში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეს დახურავენ, მიზეზად კი ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებულ თავდასხმებს ასახელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც სარდლობაში აცხადებენ, სრუტე დაიხურება რადგან, ისრაელი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს, ხოლო აშშ-მა „ომის დასრულების შესახებ დროებითი შეთანხმების“ პირველი პუნქტი არ შეასრულა.

„შეერთებული შტატების არაკეთილსინდისიერი ქმედებებისა და მის მიერ აღებული ვალდებულებების აშკარა დარღვევის გათვალისწინებით, კერძოდ, ომის დასრულების შესახებ მემორანდუმის პირველი მუხლის შეუსრულებლობის გამო, და ასევე სამხრეთ ლიბანში სიონისტური რეჟიმის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი და მიმდინარე დარღვევების საპასუხოდ… ვაცხადებთ, რომ ჰორმუზის სრუტე დაიხურება გემების გადაადგილებისთვის“, – აღნიშნულია ირანის შეიარაღებული ძალების უმაღლესი გაერთიანებული სარდლობის, „ხატამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო მაუწყებელმა გაავრცელა.

იტვირთბა....