აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ლონდონის მახლობლად ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

ლონდონის მახლობლად ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დაღუპული ერთ-ერთი მატარებლის მძღოლია. რაც შეეხება დაშავებულებს, 11-მა ადამიანმა ძალიან მძიმე დაზიანებები მიიღო, 22 ადამიანი სერიოზულად დაშავდა, ხოლო 56-ს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

რა გახდა შეჯახების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ექიმი, რომელიც ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა და მსუბუქად დაშავდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ შეჯახება მოულოდნელად მოხდა. მისი თქმით, ერთ-ერთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა.

დაღუპულისა და დაშავებულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.

იტვირთბა....