აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დიმიტრი მედვედევი – პოლონეთის პრეზიდენტმა ნაცისტების თაყვანისმცემელ კიეველ დეგენერატს „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა

პოლონეთის პრეზიდენტმა ნაცისტების თაყვანისმცემელ კიეველ დეგენერატს, ბოლოსდაბოლოს, „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა, – ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ.

„დარწმუნებული ვარ, ეს ბანდერისტების მეთაურისთვის პრობლემა არ იქნება – ახლა მის მწვანე სვიტერზე მეტი ადგილია ჰიტლერის ოქროსფერი მუხის ფოთლებიანი რკინის ჯვრისთვის“, – წერს მედვედევი.

შეგახსენებთ, პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის თაობაზე განკარგულება გასცა. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის „УПА-ს გმირების”(უკრაინის მეამბოხეთა არმია) სახელწოდების მინიჭებაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობის გამო მიიღო. ნავროცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი არ დაუშვებს ევროკავშირში მათ შესვლას, ვისაც „ტოტალიტარიზმისა და ძალადობის კულტზე“ უარის თქმის საჭიროება არ ესმის.

იტვირთბა....