თეთრი სახლის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც ირანთან პოტენციურ ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართება, – ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Axios-ს განუცხადა.
გამოცემის წყაროს ცნობით, ტრამპის წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი უკვე შვეიცარიაში იმყოფება.
ამასთან, Axios-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ დღეს შვეიცარიაში გამგზავრებას გეგმავს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც.
მოლაპარაკებები პარასკევს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ლიბანში ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაწყებული საბრძოლო მოქმედებების გამო გადაიდო. შვეიცარიაში ამერიკული დელეგაციისთვის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს უნდა ეხელმძღვანელა.

