რუსეთის არმიამ მართვადი საავიაციო ბომბებით იერიში მიიტანა ხარკოვის ხოლოდნოგორსკის რაიონზე. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები, მათ შორის არის 6 წლის ბავშვი.
ინფორმაციას ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი და ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.
მოგვიანებით უკრაინის ხელისუფკელებამ დააზუსტა, რომ ბომბი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
„ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ოთხი ადამიანი იმყოფებოდეს. ამ ეტაპზე ცნობილია ხუთი დაშავებულის შესახებ“, – განაცხადა ხარკოვის მერმა.

