აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პოლონეთში უკრაინის ელჩმა, ვასილ ბონდარმა, ანდრეი სიბიგასა და კირილო ბუდანოვის მსგავსად, უარი თქვა პოლონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოზე

პოლონეთში უკრაინის ელჩმა, ვასილ ბონდარმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგასა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის კირილო ბუდანოვის მსგავსად, უარი თქვა პოლონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბონდარმა ეს გადაწყვეტილება პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის ნაბიჯს დაუკავშირა, რომელმაც ვოლოდიმირ ზელენსკის ჩამოართვა პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – თეთრი არწივის ორდენი.

პოლონეთში უკრაინის ელჩმა ზელენსკისთვის ჯილდოს ჩამორთმევის გადაწყვეტილება ისტორიულ უსამართლობად შეაფასა. ამასთან, ბონდარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა და პოლონეთი კვლავაც ახლო პარტნიორები არიან, რომლებსაც აერთიანებთ საერთო ინტერესები უსაფრთხოების, თავდაცვისა და ევროპული ინტეგრაციის სფეროებში.

ცნობისთვის, კაროლ ნავროცკიმ ზელენსკის თეთრი არწივის ორდენი მას შემდეგ ჩამოართვა, რაც ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხეთა არმიის” სახელი უწოდა. როგორც პოლონური მედია წერს, „უკრაინის მეამბოხეების არმიამ“ 1943 წლის ივლისში კოორდინირებული თავდასხმა განახორციელა პოლონელებით დასახლებულ დაახლოებით 150 ქალაქზე, რომლებიც მდებარეობდნენ ყოფილი ვოლინის სავოევოდოს, კერძოდ კი, ვოლოდიმირის, ჰოროხოვის, კოველისა და ლუცკის ოლქებში, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი სოლიდარობის ნიშნად, უარი თქვა და პოლონეთს დაუბრუნებს „პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“ მინიჭებულ ორდენის კომანდორის ჯვარს, რომელიც მას 2022 წელს გადასცეს.

იტვირთბა....