ჩვენი ქვეყანა ძალიან კარგად მიდის. ჰორმუზის სრუტიდან გემები ისეთი რაოდენობით გადიან, როგორც არასდროს გინახავთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„სინამდვილეში, მათი რაოდენობა ძალიან დიდი იყო, დაახლოებით 700. ისინი უწყვეტად გამოდიან. ნავთობი ყველგან მიედინება. თქვენ ნახავთ, როგორ დაეცემა ნავთობის ფასი ძალიან დაბლა. იმედი მაქვს, კომპანიები ამით კმაყოფილები იქნებიან“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ირანის მთელი საზღვაო ფლოტი, მთელი საჰაერო ძალები, ანტისარაკეტო სისტემები და რადარები გაანადგურეს.
ამასთან, მისივე თქმით, ირანთან ხელმოწერილი შეთანხმება თეირანს აძლევს 60 დღეს შეერთებულ შტატებთან საბოლოო შეთანხმების მისაღწევად.
„ახლა კი გვაქვს შეთანხმება, რომელსაც ხელი გუშინ ღამით მოეწერა. მათ 60 დღე აქვთ, რომ შეთანხმებას მიაღწიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც მათ ნამდვილად არ მოეწონებათ. არ მგონია, საქმე აქამდე მივიდეს. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად დასრულდება. გახსოვდეთ, თუ ამას გავაკეთებთ, ნავთობი სრუტიდან ასე თავისუფლად ვეღარ გავა, რადგან მილიარდდოლარიანი გემების მფლობელებს არ მოსწონთ არც თავზე რაკეტები და არც წყალში მიმოფანტული ნაღმები“, – აღნიშნა ტრამპმა.

