კრემლის პრესსპიკერი პესკოვი ამბობს, რომ 18 ივნისს მოსკოვზე უკრაინის თავდასხმის მოგერიებისას საჰაერო თავდაცვის სისტემამ კარგად იმუშავა.
“მართლაც, დრონებით თავდასხმები გრძელდება. შედეგების შესამცირებლად შესაბამისი ზომები მიიღება. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, ყველაფრის მიუხედავად, კარგად იმუშავეს“ – განუცხადა მან ჟურნალისტებს მოსკოვზე თავდასხმის კომენტირებისას.
18 ივნისის ღამეს უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის დედაქალაქის საჰაერო თავდაცვა გაარღვიეს და კაპოტნიაში მდებარე მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რის შედეგადაც საწარმოში ხანძარი გაჩნდა. ეს არის რუსეთის სტრატეგიულ ქარხანაზე განხორციელებული მეორე წარმატებული თავდასხმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
რუსულმა მედიამ 18 ივნისის თავდასხმებს ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური უწოდა.

