აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩამოყალიბდით” – ირაკლი კირცხალია ბრიუსელს მიმართავს

“ჩამოყალიბდით” – ამ სიტყვებით მიმართავს “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი კირცხალია ბრიუსელს.

კირცხალიას ევროკავშირისგან აინტერესებს კითხვაზე პასუსი “ფართოვდებიან თუ არ ფართოვდებიან”. 

დღეს ივანიშვილის გუნდის წევრმა ევროპული გაერთიანება უსამართლო მიდგომაში დაადანაშუალა და თქვა, რომ საქართველო მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარებით ბევრი ნაბიჯით არის წინ. 

“პირველ რიგში მინდა ვუსურვო ბრიუსელს, რომ ჩამიყალიბდეს, არა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნების მიმართ, არამედ ზოგადად მათ მიდგომებში, მათ სტრატეგიაში, მათ მიზნებში და თუ რას აპირებს ევროკავშირი – ფართოვდებიან თუ არ ფართოვდებიან. ერთ კვირას ვისმენთ, რომ აპირებენ გაფართოებას, მეორე კვირას ვისმენთ, რომ შეხვედრა უნდა მოხდეს გაფართოებასთან დაკავშირებით.

მოლდოვაში, რასაც გვადრიან, სადაც ერთი მედია-საშუალება ფუნქციონირებს და 38-მდე დაიხურა მგონი, უკრაიანს არ ვახსენებ საერთოდ … ამ დროს ისმენთ, რომ მოლდოვაში არის ბევრა უკეთესი მდგომარეობა მედიის კუთით, ვიდრე საქართველოში.  ეთანხმებით? – გულწრფელად მიპასუხეთ. გიზღუდავთ თუ არა რაიმე კითხვის დასმას ან მუშაობას?

ახლა რაც შეეხება, რასაც თქვენ საუბრობთ, რომ ჟურნალისტები სხედან ციხეში – მეტსაც გეტყვით, ექიმიც შეიძლება იჯდეს ციხეში და პოლიციელიც ზის ციხეში. დანაშაულის ჩამდენი პირისთვის, ვერ იქნება ინდულგეცია…. (კითხვა – მაკა ჩიხლაძეზე დამნაშავეები არ არიან დამნაშავეები?) დამნაშავეა ყველა ის არანორმალური, რომელიც იქ ფიგურირებდა და მიმდინარეობს გამოძიება” – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

იტვირთბა....