შვეიცარიაში დღეს დაგეგმილი ირან-აშშ-ის მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაუქმდა – მოლაპარაკებები სამთო კურორტ ბიურგენშტოკში უნდა გამართულიყო.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა შვეიცარიაში ვიზიტი გააუქმა. მიზეზად მოუგვარებელი ორგანიზაციული საკითხები დასახელდა, რომლებიც მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპს უკავშირდება.
ბიურგენშტოკში დაგეგმილ ცერემონიაზე მხარეებს ხელი უნდა მოეწერათ აშშ-ირანის ომის დასრულებისა და რეგიონში დეესკალაციის 14-პუნქტიან მემორანდუმზე. ამ დოკუმენტს გუშინ დისტანციურად მოაწერეს ხელი აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტებმა.

