Politico Europe-მა სერგეი ლავროვის სტატიის გამოქვეყნებაზე უარი თქვა. „უკრაინა, ევროპა და გლობალური უსაფრთხოება“ – ასე ჰქვია ლავროვის პროპაგანდისტულ სტატიას, რომელშიც ის დასავლეთს ადანაშაულებს “2014 წლის უკრაინის მოვლენების პროვოცირებასა” და დიპლომატიური მოლაპარაკებების, მათ შორის, სტამბოლის პროცესის ჩაშლაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ Politico Europe-ს რედაქციამ სტატიის გამოქვეყნება “ბოლო მომენტში საკუთარი გადაწყვეტილებით გააუქმა”. ლავროვის უწყებამ ეს ქმედება “სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად” შეაფასა. სტატიის სრული ტექსტი კი საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.

