აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-მა წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდი გემი გაანადგურა – დაიღუპა 3 ადამიანი

აშშ-მა წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდი გემი გაანადგურა – დაიღუპა 3 ადამიანი. ინფორმაციას აშშ-ის სამხრეთის სარდლობა ავრცელებს.

“18 ივნისს აშშ-ის სამხრეთის სარდლობის მეთაურის, გენერალ ფრენსის ლ. დონოვანის ბრძანებით, გაერთიანებულმა სამიზნე ჯგუფმა სამხრეთის შუბმა კინეტიკური დარტყმა განახორციელა ხომალდზე, რომელსაც აღიარებული ტერორისტული ორგანიზაციები მართავდნენ. დაზვერვამ დაადასტურა, რომ ხომალდი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, ნარკოტრაფიკის ცნობილი მარშრუტებით გადაადგილდებოდა და ჩართული იყო ნარკო-სატრანზიტო ოპერაციებში. ამ ოპერაციის დროს ლიკვიდირებულ იქნა სამი ნარკოტერორისტი. აშშ-ის სამხედრო ძალები არ დაშავებულა” – წერს პლატფორმა X-ზე აშშ-ის სამხრეთის სარდლობა.

იტვირთბა....