უკრაინამ ოკუპირებული მარიუპოლის პორტი დაბომბა – აფეთქებებია ოკუპირებულ ლუგანსკშიც. ინფორმაციას უკრაინული Telegram-არხები ავრცელებენ და წერენ, რომ აფეთქებების ხმები ისმოდა ოკუპირებულ ლუგანსკსა და დონეცკის ოლქებშიც. მათივე ცნობით, ოკუპირებულ მარიუპოლის პორტში თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. მანამდე კი უკრაინული მედია წერდა, რომ უკრაინელებმა ოკუპირებული ტერიტორიებისკენ და რუსეთის რეგიონის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი გაუშვა.
იტვირთბა....

