აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჯეი დი ვენსი ირანთან მოლაპარაკებებისთვის დღეს შვეიცარიაში აღარ მიემგზავრება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ირანთან მოლაპარაკებებისთვის დღეს შვეიცარიაში აღარ მიემგზავრება, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა.

მისი მტკიცებით, გეგმების შეცვლის მიზეზი ლოჯისტიკა გახდა.

„როგორც ვიცე-პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მომავალი ტექნიკური მოლაპარაკებების გეგმები ჯერ არ არის საბოლოოდ დადასტურებული და აშშ-ის დელეგაცია მზადაა, პირველივე შესაძლებლობისთანავე გაემგზავროს. თუმცა, ამ მოლაპარაკებების ლოგისტიკა არასდროს ყოფილა მარტივი ან პროგნოზირებადი. ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, ვიცე-პრეზიდენტი დღეს საღამოს არ მიემგზავრება. შეგატყობინებთ, როგორც კი გვექნება კონკრეტული ინფორმაცია შემდეგი ნაბიჯის შესახებ. მოუთმენლად ველით ტექნიკური მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დაწყებას“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, ჯეი დი ვენსმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ შვეიცარიაში გამგზავრებას აპირებდა, თუმცა, გამგზავრების დრო გაურკვეველი იყო. მან აღნიშნა, რომ შეთანხმების დასრულების მიზნით ტექნიკური მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ამ შაბათ-კვირას დაიწყება და თქვა, რომ ის „რა თქმა უნდა გეგმავს“ აშშ-ის მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელობას.

იტვირთბა....