ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ აშშ-თან შეთანხმება „ისტორიულია“.
„ეს არის ისტორიული დოკუმენტი და გზავნილი ძლიერი ირანიდან: მშვიდობა იქნება მიღწეული ორმხრივი პატივისცემის ჩრდილში. ირანის ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის იყო ერთგული და ურყევი გლობალური მშვიდობის მიმართ. ღირსებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებით, ასევე პროგრესისა და რეგიონული თანამშრომლობის მიმართ“, – წერს ფეზეშქინია.
ირანის პრეზიდენტმა, ასევე გამოაქვეყნა დოკუმენტის სურათი, რომელზეც მისი და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელმოწერაა.

