საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ახალი სახელფასო ბარათი – ARMY CARD დამზადდება. ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, კვების ობიექტებში, სუპერმარკეტებში, სააფთიაქო ქსელში, ბენზინგასამართ სადგურზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფასდაკლებებით ისარგებლონ.
ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ბანკს შორის 4 მაისს გაფორმდება.
„4 მაისს ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება. სამხედრო მოსამსახურეებს ქართული არმიის დღეს საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიულოცავენ.
შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილისადმი მიძვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ბანკს შორის მემორანდუმი IV მექანიზირებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში გაფორმდება. დოკუმენტს ხელს მოაწერენსაქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და სს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია“,-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.