აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ინიციატივა PURL, რომლის წყალობითაც ევროპელი მოკავშირეები უკრაინისთვის იარაღს აშშ-ში ყიდულობენ, პროგრესს აჩვენებს და მშვიდობისთვის საფუძველს ამზადებს.
“უკრაინის მიმართულებითაც არის პროგრესი. პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივა PURL-ის წყალობით, მოკავშირეებმა წამყვანი როლი აიღეს თავის თავზე უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის დაფინანსებაში. უკრაინელები ინარჩუნებენ თავდაცვას რუსეთის მხრიდან ხანგრძლივი თავდასხმების ფონზეც კი” – აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
დღეს, 18 ივნისს NATO-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში იკრიბებიან. გაიმართება საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა [რამშტაინის ფორმატი], რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

