ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი აცხადებს, რომ წყვეტს ყველანაირ კავშირს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელთან, კაია კალასთან, რომელმაც ღაზის სექტორში პალესტინელების მიმართ ისრაელის დამოკიდებულება აპარტეიდს შეადარა.
გიდეონ საარი სოციალურ ქსელში წერს, რომ კაია კალასი ისრაელის მიმართ „აკვიატებულად და უსამართლოდ მოქმედებდა“.
მისივე თქმით, კალასს არ უარყვია და არც განუმარტავს გაკეთებული განცხადება.
„შესაბამისად, როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, მე სხვა არჩევანი არ მაქვს, ქალბატონ კალასთან ყველანაირი კავშირების გაწყვეტის გარდა“, – წერს საარი.
კაია კალასს ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განაცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, „ევრაქტივის“ ცნობით, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა, მექსიკაში ვიზიტის დრო გამართულ შევხედრებზე ღაზის სექტორში პალესტინელების მიმართ ისრაელის დამოკიდებულება აპარტეიდის პოლიტიკას შეადარა.

