აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩემი მეგობარი ელენე ხოშტარია საქართველოში პოლიტიკური პატიმარია” – ლორა თორნტონი

“მაკკეინის ინსტიტუტის” გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, ლორა თორნტონი ციხეში ელენე ხოშტარიას გაუარესებულ მდგომარეობას ეხმაურება.

თორტონი “ოცნებას” ავტორიტარულ, პრორუსულ რეჟიმად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ საქართველოში ხალხს ციხეში საკუთარი აზრის გამოხატვის გამო სვავენ.

“ჩემი მეგობარი ელენე, საქართველოში პოლიტიკური პატიმარია. პრორუსულმა, ავტორიტარულმა რეჟიმმა, “ქართულმა ოცნებამ”, ადამიანები ციხეში ჩასვა საკუთარი აზრის გამოხატვის, მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისა და ოპოზიციაში ყოფნის გამო. ამასთან, ციხის პირობები არაჰუმანურია”, – წერს ლორა თორნტონი.

გუშინ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს.

შოთა თუთფერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოწხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.

იტვირთბა....