აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მჯერა, აშშ-ირანის შეთანხმება შესაძლებელს გახდის მშვიდობას და საშუალებას მისცემს, ჰორმუზის სრუტე გადასახადების გარეშე გაიხსნას” – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დადებითად შეაფასა აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა.

მაკრონმა შეთანხმებას „ძალიან კარგი ამბავი“ უწოდა და განაცხადა, რომ მას შეუძლია, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი, ასევე გახსნას გზა ჰორმუზის სრუტის ხელახლა ამოქმედებისთვის.

მისი თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს 60-დღიან პერიოდს, რომლის განმავლობაშიც გაგრძელდება მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამასა და ბალისტიკურ რაკეტებზე.

მაკრონის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის გახსნამ შესაძლოა, საწვავისა და გაზის ფასების შემცირება გამოიწვიოს.

„ამ საღამოს ძალიან კარგი ამბავი მოხდა: ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმებას პრეზიდენტმა ოფიციალურად მოაწერა ხელი აქ, ვერსალში. მე მჯერა, რომ ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს კონფლიქტის დასრულებას, გახდის შესაძლებელს მშვიდობას და საშუალებას მისცემს, ჰორმუზის სრუტე გადასახადების გარეშე გაიხსნას. ახლა დაიწყება 60-დღიანი პერიოდი, რათა დასრულდეს შეთანხმება ბირთვულ საკითხებზე, ბალისტიკურ რაკეტებსა და რეგიონულ საქმიანობაზე. ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად მუშაობას გავაგრძელებთ. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის მშვიდობის მომენტი და კარგი ამბავი ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის, რადგან საწვავისა და გაზის ფასები ახლა უნდა შემცირდეს“, – განაცხადა მაკრონმა.

იტვირთბა....