საზოგადოება

“მოდი, დაიჩოქეო. რა, უწმიდესო მეთქი?”: ცოტნე გამსახურდია პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს

ცოტნე გამსახურდია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ციხიდან გამოსვლის შემდეგ პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს.

“მოკლედ, ამ დაჩოქება-არდაჩოქების ეპოპეაზე გამახსენდა:
ციხიდან ახალი გამოსული ვარ და გვიან საღამოს საპატრიარქოში მივედი სტუმრად. მიუხედავად იმისა, რომ დადებითად ვერ შევაფასებ მის ან ეკლესიის როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში, მრავალ მის პოზიციას არ ვიზიარებ და არ ვეთანხმები, პიროვნული სიძულვილი ან ზიზღი ილია მეორესადმი არ გამაჩნია… ამას ვერ ხვდება ხახადაფჩენილი, გაბოროტებული ბრმევლი, რომელიც მისი კერპის უმცირეს დაუფასებლობისათვის მზადაა თვალები ამოგკორტნოს!
ვისაუბრეთ. არ მოვყვები ახლა იმ საუბრის ემოციურ თუ შინაარსობრივ ასპექტზე. დასასრულისკენ მეუბნება: მოდი, დაიჩოქეო. რა, უწმიდესომეთქი? არ შეგიძლია, დაიჩოქოო, და მის წინ ადგილს მიმითითებს. რატომ უნდა დავიჩოქომეთქი? ჰო, მერე რა მოხდაო, მეხმაურება იქვე ოთახში მყოფი შორენა, მისი მდივანი…
რა თქმა უნდა, მყისვე მივხვდი, რა მოხდა. ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რას ნიშნავს, როცა ადამიანი გეუბნება დაუჩოქო. შევიშმუშნე, რაღაც უსიამოვნო მდგომარეობაში აღმოვჩნდი, წასვლას ვაპირებ… ესენი მიყურებენ და ფიქრობენ, რას ვიზამ. მოვტრიალდი მდუმარედ წასასვლელად და ვხედავ, შორენა დამბზუის გარშემო ხელში პატარა ფოტოაპარატით! :)))
დანარჩენზე თქვენ დაფიქრდით, ვისაც ეს უნარი გაქვთ შერჩენილი…”, – წერს გამსახურდია.
იტვირთბა....