აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აშშ-ირანის მემორანდუმი დაუყოვნებლივ შედის ძალაში” – პაკისტანის პრემიერი

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის შეჰბაზ შარიფის განცხადებით, აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანუმი ძალაში დაუყოვნებლივ შედის.

„ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში დაუყოვნებლივ შევა და პირველი ნაბიჯის სახით, ირანის ისლამური რესპუბლიკა დაუყოვნებლივ გახსნის ჰორმუზის სრუტეს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ მოხსნის საზღვაო ბლოკადას“, – განაცხადა შარიფმა.

პაკისტანის პრემიერის განცხადებით, მისი ქვეყანა, კატართან ერთად, პარასკევს შვეიცარიაში დაგეგმილ ოფიციალურ ცერემონიას უმასპინძლებს „ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად და ტექნიკური დონის მოლაპარაკებების დასაწყებად“.

„ამ შეთანხმების ხელმოწერა შესაბამისი მთავრობების უმაღლეს დონეზე აჩვენებს ორივე მხარის ერთგულებას კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების მიმართ“, – განაცხადა შარიფმა.

იტვირთბა....