აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის გარდა, ირანთან შეთანხმების დადებას ვერავინ შეძლებდა. მისივე თქმით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 2015 წელს ირანთან ცუდი შეთანხმება დადო და მათ „ასობით მილიონი დოლარი მისცა“.
„ვგულისხმობ ობამას მიერ შემუშავებულ ირანის ბირთვულ შეთანხმებას (JCPOA). მათ ასობით მილიონი დოლარი მისცა. მან ირანს 1.7 მილიარდი დოლარი ნაღდი ფული გადასცა, ბანკებიდან მწვანე ნაღდი ფული Boeing 757-ში ჩადო და ირანში ჩაფრინდა“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ირანელები ობამას სერიოზულად არ აღიქვამდნენ და მას დასცინოდნენ.
„იცით, რა გააკეთეს ირანელებმა? ისინი ობამას დასცინოდნენ და ამბობდნენ, რომ ის სულელი ნაძირალაა“, – აღნიშნა ტრამპმა.

