აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მზია ამაღლობელი, რომელიც ჯერ კიდევ გისოსებს მიღმაა, ჩვენს ფიქრებში რჩება” – რობერტა მეცოლა

ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც ჯერ კიდევ გისოსებს მიღმაა, ჩვენს ფიქრებში რჩება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც სახაროვის პრემიის გამარჯვებული ანდრეი ანდჟეი პოჩობუტი სიტყვით გამოვიდა.

„ძვირფასო ანდრეი, დღეს თქვენ აქ ხართ, ჩვენ ამ მომენტს ველოდოთ, იმედით, ლოცვით და თქვენს გასათავისუფლებლად მოქმედებით. ანდრეი თქვენ დაგაპატიმრეს სიმართლის თქმისთვის, თქვენი თემის დაცვისთვის, უკან დახევაზე უარის თქმისთვის. ამდენი წლის განმავლობაში თქვენ არასდროს შეგიწყვეტიათ თავისუფლების დაცვა. სწორედ ამიტომ მოგანიჭათ ამ პარლამენტმა სახაროვის პრემია, რომელსაც თქვენ იზიარებთ ქართველ ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან ერთად, რომელიც ჯერ კიდევ გისოსებს მიღმაა და რომელიც ჩვენს ფიქრებში რჩება“, – აღნიშნა მეცოლამ.

მისი თქმით, ამჟამად კიდევ ბევრი ჟურნალისტი და პოლიტპატიმარი რჩება ციხეებში.

„დღეს ჩვენ ამ დარბაზიდან ვაგზავნით გზავნილს, რომელიც საკმაოდ ხმამაღალია იმისთვის, რომ შეაღწიოს ბელარუსის, საქართველოს და ყველა იმ ქვეყნის ციხეების საკნებში, სადაც სიმართლე იკრძალება, არ დაგვვიწყებიხართ, ევროპა თქვენთან ერთად დგას და ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ ყველა თქვენგანი არ გათავისუფლდება“, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

იტვირთბა....