კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის ომთან დაკავშირებით პოზიციას ცვლის. კანადის პრემიერი ამ ცვლილებას „გარდამტეხ მოვლენად“ აფასებს.
„ უკრაინის თემაზე მიმდინარე დისკუსიებში შეიმჩნევა ამერიკის შეერთებული შტატებისა და პრეზიდენტ ტრამპის ორიენტაციის ცვლილება. პოზიცია, რომელიც რუსეთთან მიმართებით უფრო მკაცრია და, ჩვენი შეფასებით, უფრო რეალისტური ომის მიმდინარეობის, მის სავარაუდო შედეგისა და რუსეთის მარცხის თვალსაზრისით“, – განაცხადა კარნიმ.
ამასთან, კანადის პრემიერ-მინისტის თქმით, ბოლო 36 საათის განმავლობაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რამდენჯერმე ესაუბრა.
„საუბრები ფართო სპექტრს მოიცავდა – ეკონომიკა, ორმხრივი ურთიერთობები, პრეზიდენტის დაბადების დღე, ხელოვნური ინტელექტი, უკრაინა და, რა თქმა უნდა, ირანი – შეთანხმების დეტალები, შემდგომი ნაბიჯები და ის, თუ როგორ შეიძლება, კანადამ ხელი შეუწყოს პროცესს. ტრამპს დაბადების დღე მივულოცე. ის ძალიან კმაყოფილია. საჩუქარი გავუკეთე და ძალიან მოეწონა“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

