კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის (KIIS) გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 88% ომის შემდეგ ხელისუფლებაში ცვლილებებს ელოდება, ხოლო პრეზიდენტის შეცვლის მოლოდინი მოსახლეობის 67%-ს აქვს.
KIIS-ის გამოკითხვების მიხედვით, უკრაინელების უმრავლესობა ომის დასრულებამდე არჩევნების ჩატარებას ეწინააღმდეგება, თუმცა მისი დასრულების შემდეგ ცვლილება სურს.
გამოკითხვის თანახმად, სამი წლის წინ ძალაუფლების გადატვირთვის მომხრე 73% იყო, რაც დღეს 88%-მდე გაიზარდა.
„ეს შედეგები სრულიად შეესაბამება აპრილში ჩატარებული ჩვენი სხვა გამოკითხვის შედეგებს – როგორ ხედავენ უკრაინელები ვოლოდიმირ ზელენსკის მომავალს ომის შემდეგ. მათგან 70% ისურვებდა, ომის შემდეგ ის პრეზიდენტად დარჩეს; 28% იყო, ვინც ზელენკსის გარკვეულწილად ენდობოდა; ხოლო 1-2% არ ენდობოდა“, – აღნიშნულია KIIS-ის კვლევაში.
კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტმა გამოკითხვა 2026 წლის 7 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა დაახლოებით ათასი რესპონდენტი.

