აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსებმა ზაპოროჟიეს და დონეცკს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს წუხელ ხუთჯერ დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულება, სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი შენობა.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, დაზიანდა ზაპოროჟიეს ეროვნული უნივერსიტეტის შენობა.

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში სლავიანსკსაც შეუტიეს: სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 117 კერძო სახლი დაზიანდა.

იტვირთბა....