აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“გერმანია მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ჰორმუზის სრუტის განაღმვაში, თუმცა მანამდე გვსურს, აშშ-ირანის შეთანხმების ტექსტს გავეცნოთ” – იოჰან ვადეპული

გერმანია მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ჰორმუზის სრუტის განაღმვაში, თუმცა მანამდე გვსურს, გავეცნოთ აშშ-ირანის შეთანხმების ტექსტს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა.

მისი თქმით,  გერმანიას აქვს ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური ინტერესები, რომ ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა აღდგეს.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა წერია შეთანხმებაში. უნდა ვიცოდეთ, არის თუ არა საერთო თანხმობა იქ განაღმვის ჩატარებაზე. მანამდე კი ბუნესვერის მანდატთან დაკავშირებით საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა ვადეპულმა.

იტვირთბა....