აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR-ი, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა” – დიდი ბრიტანეთის საელჩო

დღეს დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. სანქციები მოიცავს რუსეთის მოძველებულ „ჩრდილოვან ფლოტს“, სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებს და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებიც გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პაკეტში ასევე შევიდა ხომალდი SILVAR-ი, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა.

„დღეს დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. სანქციები მოიცავს რუსეთის მოძველებულ „ჩრდილოვან ფლოტს“, სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებს და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებიც გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.

პაკეტში ასევე შევიდა ხომალდი SILVAR-ი, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ პორტში იმყოფებოდა.

დიდმა ბრიტანეთმა 2026 წლის განმავლობაში, მხოლოდ რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში, თითქმის 500 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....