აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რაც რადიკალურ ოპოზიციას ძალიან კარგად გამოსდის, ეს არის ერთმანეთის დაჭმა – იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, საკუთარ თავს დაისამარებენ” – ნინო წილოსანი

რადიკალურ ოპოზიციას რაც ძალიან კარგად გამოსდის, ეს არის ერთმანეთის დაჭმა – იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ისინი საკუთარ თავს დაისამარებენ, – ამის შესახებ ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს არაფერი აერთიანებთ, გარდა ძალაუფლების წყურვილისა და ამ ქვეყნის ხელში ჩაგდებისა.

“რადიკალური ოპოზიცია ვერაფერზე თანხმდება, გარდა იმისა, რომ მათ ძალაუფლების ხელში ჩაგდების დიდი სურვილი აქვთ. როდესაც ამ საერთო მიზანს ვერ მიაღწიეს, ახლა უკვე ყველა პატარა დეტალზე აქვთ განხეთქილება. ძალიან კარგად აჩვენებს, რატომ ვერ მიაღწიეს წარმატებას. მათ არაფერი აერთიანებთ, გარდა ძალაუფლების წყურვილისა და ამ ქვეყნის ხელში ჩაგდებისა, რომ შემდეგში ის სისაძაგლეები აკეთონ, რასაც 9 წლის განმავლობაში და შემდეგ უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს აკეთებდნენ. რაც ძალიან კარგად გამოსდით, ეს არის ერთმანეთის დაჭმა და ამას ვადევნებთ ახლა თვალს. იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ისინი საკუთარ თავს დაისამარებენ,” – განაცხადა წილოსანმა.

იტვირთბა....